მნიშვნელოვანია ვაქცინაციის განხორციელების მკაფიო გეგმის არსებობა – დეგნანი

საქართველოში აშშ ის ელჩმა, კელი დეგნანმა, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ვაქცინაციისთვის მკაფიო გეგმის არსებობა მნიშვნელოვანია.

“ძალიან სასარგებლო შეხვედრა გვქონდა, სადაც მივიღე განახლებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის გეგმების შესახებ პანდემიის მართვის კუთხით 2021 წელს. ახლა ყველა ელის მჭიდრო კოორდინაციას ვაქცინაციის გეგმასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ვაქცინაციის განხორციელების მკაფიო გეგმის არსებობა, არამხოლოდ საქართველოსა და აშშ-ში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება და რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ეკონომიკის აღდგენა, თუ სკოლების გახსნა”,– თქვა კელი დეგნანმა.

მასთან შეხვედრისას ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა ფაიზერის ვაქცინით იქნება შესაძლებელი.