მნიშვნელოვანია მწვანე პასპორტის გამოყენება ტრანსპორტშიც – კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ მწვანე პასპორტი შემდეგ ეტაპზე საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც უნდა დაინერგოს.

მისივე აზრით, გადასახედია წესი კოვიდგადატანილებისთვის მწვანე სტატუსის უვადოდ მინიჭებასთან დაკავშირებით.

“მწვანე პასპორტი”, რასაკვირველია, თავის ფუნქციას შეასრულებს, თუ იქ იქნება გამოყენებული, სადაც ყველაზე მეტად ვრცელდება ინფექცია. ეს არის დახურული სივრცეები, სადაც ადამიანები პირბადების გარეშე არიან. ეს რეგულაცია უკვე შევიდა სარესტორნო თუ სავარჯიშო სივრცეებისთვის, რაც ძალიან კარგია. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, შემდეგ ეტაპზე, მისი გამოყენება ტრანსპორტშიც.

პირველ რიგში, “მწვანე პასპორტის“ ფუნქცია გადასახედია გადატანილ ადამიანებზე ულიმიტოდ გაცემის თვალსაზრისით. მითუმეტეს, ახალი ვარიანტის – „ომიკრონის“ გავრცელების პირობებში, ამან საერთოდ დაკარგა აზრი“, – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.