მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან წასული დელეგაცია მრავალპარტიულია – კელი დეგნანი

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან წასული დელეგაცია მრავალპარტიულია  – ასე აფასებს, საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით გამგზავრებას.

“მნიშვნელოვანი ნიშანია, რომ საქართველოდან წასული დელეგაცია მრავალპარტიულია. ეს ასახავს ქართველი ხალხის დამოკიდებულებას ძლიერ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ეს ძალიან პოზიტიური ნიშანია. როგორც აღვნიშნე მიხარია რომ იყო პოზიტიური საუბარი შალვა პაპუაშვილსა და უკრაინის რადას სპიკერს შორის. მე ვფიქრობ, რომ ეს გაუგებრობა ხანდახან მედიის გამო ხდება. პირისპირ საუბარი საუკეთესო გზაა გაუგებრობის გადასაწყვეტად. გვიხარია, რომ ეს ძმური მხარდაჭერა, რაც ქართველ ხალხს უკრაინის მიმართ ჰქონდა, კვლავ ადგილზეა, კვლავ ძლიერია. როდესაც რაიმე სახის დაპირისპირება არსებობს უკრაინასა და საქართველოს შორის ამით სარგებლობს მხოლოდ რუსეთი. ამისათვის საჭიროა ერთიანობის მესიჯი, რომ ჩვენ ერთად დავდგებით”, – განაცხადა დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს საპარლამენტო, 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს.

მასთან ერთად კიევში გაემგზავრნენ უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია, სამი ვიცე-სპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატები: ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.