მნიშვნელოვანია 19 აპრილის შეთანხმების შესრულება – ფილიპ რიკერი

“მნიშვნელოვანია 19 აპრილის შეთანხმების შესრულება”- ამის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა განაცხადა. მისი თქმით, შეთანხმების შესრულება, უსაფრთხო დემოკრატიის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია.

“ჩემი ვიზიტის გზავნილი გახლავთ ის, რომ უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს წარმატება, როგორც განვითარებული, უსაფრთხო დემოკრატიისა და ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში 19 აპრილის შეთანხმების შესრულება, რომელიც მოიცავს საარჩევნო და მნიშვნელოვან სასამართლო რეფორმებს”, – განაცხადა, რიკერმა.