”მოგვიწოდებენ სანქციები დავუწესოთ რუსეთს, რუსეთს კი არა საკუთარ თავს მეორე ფრონტი გავხსნათ აქ თურმე. მათი სურვილი იყო, საჯაროდ გამოვიდა მათი მეგობარი არახამია  რომელიც არის ოფიციალურად უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი და მან ღიად თქვა რომ მათი სურვილი იყო ეხლიათ მეორე ფრონტი საქართველოში და რომ მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები არ უნდა იღუპებოდნენ. ჩვენ კარგად გვახსოვს მათი მოთხოვნები ერთი რომ საკუთარი ხალხისთვის დაგვეწესებინა სანქციები, ჩარტერული რეისებით გაგვეშვა მათი დაქირავებული მოხალისეები რა თქმა უნდა ეს ტელევიზიების ფონზე ეს ყველაფერი არის თქვენი ხელწერა. [..] შე საცოდავო, თქვენ წარმოადგენთ მოღალატეების პარტიას, ხაბეიშვილო შენ სააკაშვილის ლიდერობით ხართ მოღალატეები. ”

განაცხადა, პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი წლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე გამოსვლისას.