მოგი**ანთ მართლმსაჯულების რეფორმის ყველა ტალღა – ჯაფარიძე “ოცნებას”

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სასამართლოზე ივერი მელაშვილის სიტყვით გამოსვლას ფეისბუქზე აზიარებს და მართლმსაჯულების რეფორმის ტალღებს აგინებს.

ჯაფარიძე საზოგადოებას მოუწოდებს, ქართული ოცნების გარდა, ვინც მელაშვილისნაირი ადამიანი გაწირა, ხმა ვისაც უნდათ, იმათ მისცენ.

“ბევრი რამის თქმა შეიძლება მაგრამ ენაზე მარტო გინება მადგება.

მოგიტყანთ მართლმსაჯულების რეფორმის ყველა ტალღა, რომელიც იმით მთავრდება რომ ასეთ ადამიანს უშვებს ციხეში.

31 ოქტომბერს ტრაკი აწიეთ ყველამ და ვისაც გინდათ იმას მიეცით ხმა, გარდა იმ ნაძირლებისა, რომლებიც ასეთ ადამიანს წირავენ, ოღონდ ძალაუფლება არ დაკარგონ.

სულ რომ უვარგისი იყოს მთელი ოპოზიცია, სულ რომ ერთმანეთი დაჭამონ ფულისთვის, ადგილებისთვის და ძალაუფლებისთვის, იმას მაინც მივაღწევ რომ ეს დედააფეთქებული საბჭოთა სასამართლო და პროკურატურა დავაშლევინო აგურ-აგურ”,– აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ.