მოგიწოდებთ მეტი პასუხისმგებლობისკენ, ქვეყანას არა დესტაბილიზაცია, არამედ გაძლიერება სჭირდება-თალაკვაძე ოპოზიციას

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციურ სპექტრს მიმართავს და „მეტი პასუხისმგებლობის“ გამოჩენისკენ მოუწოდებს.

„მივმართავ ოპოზიციას – თუ მართლა გსურთ ვითარების განმუხტვა, ნიკა მელია კანონის მოთხოვნებს უნდა დაემორჩილოს. შემდეგი კონსტრუქციული ნაბიჯი საპარლამენტო პროცესში ჩართვა და იმ გამოწვევებზე და პრობლემებზე ერთობლივი მუშაობა იქნება, რომელიც ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს აწუხებთ. მოგიწოდებთ მეტი პასუხისმგებლობისკენ – ქვეყანას არა დესტაბილიზაცია, არამედ გაძლიერება სჭირდება“, – მიმართავს თალაკვაძე ოპოზიციურ სპექტრს.