მოვიდა დრო ვაშინგტონი დაბრუნდეს საქართველოში – პავილიონისი

“მოვიდა დრო ვაშინგტონი დაბრუნდეს საქართველოში” -ამის შესახებ, ლიეტუვას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტის პავილიონისმა ონლაინკონფერენციაზე განაცხადა. კონფერენცია”ატლანტიკური საბჭოს” ორგანიზებით ჩატარდა და  მთავარი თემა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი იყო.

“მინდა ჩემს მეგობრებს მივმართო ვაშინგტონში. მოვიდა დრო ვაშინგტონი დაბრუნდეს საქართველოში. მინიმუმ მხარდაჭერა გამოუცხადოს ევროპული ლიდერების ძალისხმევას, ვინაიდან, სამწუხაროდ, ქართული ოცნების მთავრობა არ ეთანხმება ამ 6 პუნქტიან ჩარჩოს.

ჩვენ ვნახეთ გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადება ამ საკითხზე. თუ გვსურს, რომ ყველა მხარე დავუბრუნოთ მოლაპარაკების მაგიდას, ახლა არის დრო ვაშინგტონმა გამოიღვიძოს. თუნდაც ჩავიდნენ საქართველოში. მაგალითად, ჩავიდეს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. ჩვენ 2 კვირა გვრჩება. საქართველოს პრემიერი უნდა ჩამოვიდეს 2 კვირაში ბრიუსელში ასოცირების საბჭოზე და თუ მან 6 პუნქტთან დაკავშირებით შეთანხმებაზე ვერაფერი უთხრა შარლ მიშელს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გარკვეულწილად საქართველოს დავკარგავთ” –  აცხადებს  პავილიონისი.