მოვისმენ, განსხვავებული აზრი ბუზღუნია, თუ პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად – წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მისი სამინისტროს თანამშრომლების განსხვავებული აზრით დაინტერესდება.

მისი თქმით, აინტერესებს, განსხვავებული აზრი უბრალოდ “ბუზღუნია”, თუ პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად.

“ამის სურვილი მე მაქვს, რომ მოვიკითხო, მოვისმინო, ყველა განსხვავებული აზრი, დავინტერესდე რა დგას ამ აზრის უკან, ეს არის უბრალო უკმაყოფილება თუ განსხვავებული აზრი, რომელიც მიზნად ისახავს პრობლემის გადაჭრას.

მე დავინტერესდები განხსვავებული აზრით და დავინტერესდები რა დგას ამის უკან, ეს არის უბრალო ბუზღუნი თუ ეს არის განსხვავებული აზრი, რომლის უკან საქმის კეთების რეალური სურვილია. რაც არ უნდა ეს ვინმეს არ მოწონდეს რომ მე ამით დავინტერესდები, კიდევ ერთხელ გპირდებით, რომ ყველა განსხვავებული აზრით დავინტერესდები”,- თქვა წულუკიანმა.