“მოვისმინე მისი რჩევები და მოსაზრებები” – ღარიბაშვილი პატრიარქს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქს შეხვდა. ინფორმაციას თავად პრემიერი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„შეხვედრა მქონდა ჩვენს პატრიარქთან. ვისაუბრეთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ჩვენს ხალხს აწუხებს. მოვისმინე მისი რჩევები და მოსაზრებები, რომელიც ყოველთვის სასარგებლო და გასათვალისწინებელია.მის უწმინდესობას ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს,“ – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.