მოვუწოდებთ საზოგადოებას, 26 მაისს არა აღლუმზე, არამედ ჩვენთან მოვიდნენ – გოლეთიანი

რიონის ხეობის მცველი, ვარლამ გოლეთიანი საზოგადოებას მოუწოდებს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, აღლუმის ნაცვლად მათ აქციაზე მივიდნენ.

“მეგობრებო, ჩვენ ახლა დავიძრებით თავისუფლების მოედანზე და იქ შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ 26 მაისი არის ჩვენი დღე და მოვუწოდებთ მთელ საზოგადოებას იქიდან, რომ 26 მაისს არ უნდა მივიდეს იმ აღლუმზე, არამედ უნდა მოვიდეს ჩვენთან და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ და ერთხელ და სამუდამოდ შევიგრძნოთ ნამდვილი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი, არა მოჩვენებითი, არამედ ნამდვილი და ამ პროცესში მივიღოთ თითოეულმა ჩვენგანმა მონაწილეობა”, – განაცხადა გოლეთიანმა.

აქციის მონაწილეებს იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია ჰქონდათ გადაკეტილი, ახლა კი მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.