ხუთშაბათი, 2 მაისი , 2024, 15:32

მოვუწოდებ აშშ-ის მთავრობას, დაუყონებლივ შემოიღოს პერსონალური სანქციები მოსამართლეთა კლანის წინააღმდეგ – სააკაშვილი

“მოვუწოდებ აშშ-ის მთავრობას, დაუყონებლივ შემოიღოს პერსონალური სანქციები მოსამართლეთა კლანის წინააღმდეგ “- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცლეებს და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მიმართავს და მოსამართლეთა კლანისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

“მოვუწოდებ აშშ-ის მთავრობას დაუყონებლივ შემოიღოს პერსონალური სანქციები მოსამართლეთა კლანის წინააღმდეგ. ეს გააძლიერებს იმ მოსამართლეების პოზიციებს, რომლებმაც პირველად ამოიღეს ხმა ზეწოლის წინააღმდეგ და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. ეს ასევე, მისცემს იმედს უსამართლო სისტემის მსხვერპლთ. ამას ვამბობ, როგორც პუტინის პირადი ტყვე, რომელიც უკვე თვეზე მეტია ვერ იღებს უფლებას სასამართლოზე წარდგენის.” – ნათქვამია სააკაშვილის წერილში.