მოზარდებში და ბავშვებში არცერთი ვაქცინა არ არის დაშვებული – ამირან გამყრელიძე

“მოზარდებში და ბავშვებში არცერთი ვაქცინა არ არის დაშვებული” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ყველა ის ვაქცინა კორონავირუსის, რომელიც დღეს ხმარებაშია, არის რეკომენდირებული 18 წლიდან. მაგრამ ახლა მიმდინარეობს კლინიკური კვლევები 12 წლიდან ზოგიერთი ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, არცერთი ვაქცინა დაშვებული არ არის მოზარდებში და ბავშვებში.” – აცხადებს ამირან გამყრელიძე.