მოკლე შარვლების ჩაცმის გარდა, სიახლე არც ოპოზიციას შემოუთავაზებია – ვოლსკი მაჟორიტარებზე

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, „ქართული ოცნების” დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გია ვოლსკი მაჟორიტარობის კანდიდატებზე ამბობს, რომ საზოგადოებისთვის მოკლე შარვლების ჩაცმის გარდა სიახლეები საზოგადოებისთვის ოპოზიციასაც არ შეუთავაზებია.

“სიახლეებით თუ ვიმსჯელებთ, მოკლე შარვლების ჩაცმის გარდა სიახლე არც ოპოზიციას შემოუთავაზებია. თუმცა ჩვენ ადამიანებს ვარჩევთ არა სიახლის მიხედვით, არამედ იმის მიხედვით, რა გაუკეთებიათ და რის გაკეთებას აპირებენ, – თქვა გია ვოლსკიმ.

მან ოცნების დეპუტატზე, კახა ოქრიაშვილზე ისაუბრა და თქვა, რომ ის დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება, თუმცა “ქართული ოცნების” კანდიდატი აჯობებს.

ცნობისთვის, ოქრიაშვილი ამჟამად “ქართული ოცნების” წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატია. ის პარტიიდან ერთადერთი დეპუტატი იყო, ვინც თითქმის პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირა. გუშინ მმართველმა პარტიამ ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარი-წალკის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად გოგი მეშველიანი დაასახელა.