მოლაპარაკებას აზრი არ აქვს მათთან, ვინც “ძვლებზე ცეკვავს” – პოდოლიაკი

მოლაპარაკებას აზრი არ აქვს მათთან, ვინც “ძვლებზე ცეკვავს”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტისადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

„აზრი არ აქვს მოლაპარაკებას მათთან, ვინც “ძვლებზე ცეკვავს” – პუტინთან და მის გარემოცვასთან. მათი სიტყვების ფასს უარყოფითი მნიშვნელობა აქვს. მოლაპარაკება შესაძლებელია, მაგრამ რუსეთის ახალ პრეზიდენტთან, რომელიც უფრო ადეკვატურად შეაფასებს რეალობას“, – დაწერა პოდოლიაკმა „ტვიტერზე“.