მოლაპარაკება განწირული იყო, რადგან ერთ მხარეს იყო “ოცნება”, მეორე მხარეს კიევი – ინჯია

ევროპელი სოციალისტების წევრი ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ ხელისუფლებას და იპოზიციას შორის მოლაპარაკება განწირული იყო, რადგან ერთ მხარეს იყო მმართველი პარტია, მეორე მხარეს კი კიევი.

ინჯიას ვერ წარმოუდგენია, როგორც უნდა მომხდარიყო პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევენების დანიშვნა.

“ვის წარმოუდგენია და როგორ შეიძლება მოლაპარაკების დარბაზიდან ვინმემ დაურეკოს ბადრაგს და უთხრას – შენ, ვინც არის დაკავებული, გაათავისუფე ან გამოაცხადოს ვინმემ, რომ ხვალიდან ინიშნება ახალი არჩევნები, არ შეეკითხე ხალხს და ისე განსაზღვრე ამიტომ თავიდანვე განწირული იყო, რომ მოლაპარაკება შედეგიანი ყოფილიყო. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც გარეთ არის. მე კი მოვუწოდებ კონსტრუქციულ ოპოზიციას, შემოვიდეს პარლამენტში და ის საქმე, რომელიც ნამდვილად სჭირდება ქვეყანას, ამის გადაწყვეტაში მიიღოს მონაწილეობა, თქვას თავის სიტყვა,”- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.