მომავალზე უნდა ვილაპარაკოთ, ჩვენ არ გვაინტერესებს წარსული – გახარია

პრემიერმინისტრმა გახარიამ ქედის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანზორ ბოლქვაძისა წარდგენისას თქვა, რომ არა წარსული, არამედ მომავალი აინტერესებს.

“ჩვენ მომავალზე უნდა ვილაპარაკოთ. ჩვენ არ გვაინტერესებს წარსული. გვაინტერესებს მომავალი, გასაკეთებელი საქმე და, რა თქმა უნდა, ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების მომავალი. შუახევი ისტორიული ძეგლებით ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა, სადაც ბევრი რამ გაკეთდა.

თითოეულ ციხესიმაგრესთან, თითოეულ ისტორიულ ძეგლთან მისასვლელი გზა ყველგან უნდა მივიყვანოთ, ყველგან უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ტურიზმი განვავითაროთ, მეტი სტუმარი მიიღოს ამ მუნიციპალიტეტმა, რათა აჭარაც და საქართველოც გავაცნოთ ჩვენს სტუმრებს და ყველას დავანახოთ, რომ ეს არის წარმატებული ევროპული ქვეყანა თავისი ფასეულობებით და თავისი მომავლით, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ელემენტარული სისტემური ინფრასტრუქტურა მოვიყვანოთ წესრიგში”,– განაცხადა გახარიამ.