მომავალ პარლამენტში მათი ადგილი არ იქნება – იონათამიშვილი ენმ-სა და ევროპულ საქართველოზე

ოცნების” დეპუტატის, რატი იონათამიშვილის აზრით, მომდევნო პარლამენტში ოპოზიციური პარტიების, ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს ადგილი არ იქნება.

იონათამიშვილის აზრით, ოპოზიცია “ვირტუალურ სამყაროში” ცხოვრობს და ამომრჩეველი მას რეალობაში 31 ოქტომბერს დააბრუნებს.

“სიმბოლურია რომ ამ დარბაზში, როდესაც დამამათავრებელი სესიაა ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს სკამები არის ცარიელი, სიმბოლურად განასახიერებს იმას, რომ მომდევნო პარლამენტში მათი ადგილი აღარ იქნება.

ეს ადამიანები ცხოვრობენ ვირტუალურ სამყაროში, ამათ არ შეუცვლიათ თავის ბუნება და ზნე ჩვეულებები, მაგრამ ქართველი ამომრჩეველი მათ დააბრუნებს 31 დღეში სინამდვილეში და ეს სინამდვილე მათთვის იქნება მძიმე და პოლიტიკაში მათი ადგილი აღარ იქნება”,- განაცხადა ოცნების დეპუტატმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისთვის, “ნაციონალურმ,ა მოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ” დღევანდელ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს.