მომდევნო კენჭისყრებზე ენმ-საც მოუწევს, მიიღოს უფრო მკაფიო გადაწყვეტილება – ბერძენიშვილი

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, ეროვნული დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ 8 მარტის შეთანხმება თითქმის შესრულებულია.

ბერძენიშვილის განცხადებით, ევროპულმა საქართველომ კენჭისყრაში მონაწილეობით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ნაციონალურ მოძრაობას კი მოუწევს მომდევნო მოსმენებზე მკაფიო გადაწყვეტილება მიიღოს.

“ყველაფერი თითქმის შესრულებულია, თუმცა ერთი პოლიტპატიმარი დარჩენილია. მე კმაყოფილი ვარ რომ ელჩებმა განგაშის ზარი ატეხეს. აყანყალდა ივანიშვილის ხელისუფლება, არ იყო სანდო. “ევროპულმა საქართველომ” მიიღო გონივრული გადაწყვეტილება. მომდევნო კენჭისყრებზე “ნაციონალურ მოძრაობასაც” მოუწევს, მიიღოს უფრო მკაფიო გადაწყვეტილება.

თავად გიორგი რურუაც ძალიან მყარად არის ჩამოყალიბებული იმაში რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მისაღებია და ხელისუფლება თუ იცვლება ქვეყანაში გიორგი რურუაც გამოდის გარეთ,”- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პარლამეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საარჩევნო სისტემის ცვლილებას. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს ევროპული საქართველოს წევრებმა, თუმცა მონაწილეობა არ მიუღია ნაციონალურ მოძრაობას.