“მომეჩვენა, რომ რამდენიმე მინისტრს მართავდა” – რატომ ურეკავდა გადადგომის წინ გახარია ივანიშვილს

“მომეჩვენა, რომ რამდენიმე მინისტრს მართავდა” – ყოფილი პერმიერ – მინისტრი, გიორგი გახარია ამის შესახებ, “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში საუბრობს და განმარტავს, თუ რატომ ურეკავდა მმართველი გუნდის დამფუძნებელსა და პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილს გადადგომის წინ.

“მე მომეჩვენა, რომ ბატონი ბიძინა იმ მომენტში ჩემი კაბინეტის რამდენიმე მინისტრს მართავდა. მათ რაღაც გარკვეულ დავალებებს აძლევდა. ეს მომეჩვენა და ამის გასარკვევად ვრეკავდი”, – განაცხადა გახარიამ.