მომზადებული ჩამოვა, ეცოდინება, რომ ქართველი პოლიტიკოსი განსაკუთრებული ადამიანია – ელისაშვილი

“მომზადებული ჩამოვა, ეცოდინება, რომ ქართველი პოლიტიკოსი განსაკუთრებული ტიპის ადამიანია”- ამის შესახებ, პარტია ”მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა. მისი თქმით,  ევროკავშირის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მეტად  მომზადებული დაბრუნდება.

“წარმოდგენა არა მაქვს რა წინადადებით ჩამოვა ბატონი დანიელსონი. ერთი ფაქტი არის, რომ ჩვენ ჯიუტ ხასიათთან დაკავშირებით უფრო მომზადებული იქნება და ეცოდინება, რომ ქართველი პოლიტიკოსი განსაკუთრებული ტიპის ადამიანია  თუ რამეს აიჩემებს, ცდილობს, რომ ფეხი არ მოუცვალოს და კომპრომისი ცოტა ისეთ რამედ აღიქმება ქართველი პოლიტიკოსისთვის.რა გამოვა მაგ საქმისგან არ ვიცი. ვიცი, რა უნდა გამოვიდეს  მე ვიცი, რომ ამ ქვეყანას სჭრდება, რომ შეთანხმება შედგეს, კრიზისი დასრულდეს, ოპოზიცია იყოს პარლამენტში და ხალხის რეალურ პრობლემებზე ვლაპარაკობდეთ”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.