“მომწამლეს, ვკვდები…“–დიმიტრი გორდონი სააკაშვილის მიერ მისთვის გაგზავნილ წერილს აქვეყნებს(ვიდეო)

უკრაინელმა ტელეწამყვანმა, დიმიტრი გორდონმა თავის იუთუბ გადაცემაში მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის გაგზავნილ წერილზე ისაუბრა. მანამდე გორდონმა მიხეილ სააკაშვილის საქმიანობაზე და საქართველოში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა, რომელმაც საქართველოში სტურობის დროს გააოცა. თუმცა, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ყველაფერი უარესობისგან შეიცვალა.  გორდონმა ისიც გაიხსენა, რომ  რუსეთის აგრესიის მსხვერპლი ყველაზე ადრე სააკაშვილი გახდა. გორდონი ამბობს, რომ უკვე ერთ წელზე მეტია საქართველოს დიდებული პრეზიდენტი პატიმრობაშია, საიდანაც წერილიებს უგზავნის.გორდონმა სააკაშვილის ბოლო წერილი წაიკითხა, რომელმაც მისი თქმით ძალიან დაამწუხრა:

“ძვირფასო მეგობარო დიმა ძალიან მომენატრა თქვენი ოჯახი. ვცდილობ ყოველთვის გიყუროთ.

მე რაც შემეხება, ტოპ ამერიკლემა ტოქსიკოლოგებმა უტყუარად დაადგინეს, რომ ციხეში მომწამლეს მომწამლავი ნითიერებების ნაერთით, რომელსაც უნდა მოვეკალი. მე გონება დავკარგე. მაგრამ არ მოვკვდი, სამაგიეროდ დამრჩა ყველა სიმპტომი და მკურნალობის გარეშე ეს სიკვდილამდე მიმიყვანს. მადლობელი ვიქნები, თუ ამ თემას წამოწევ“– წერს მიხეილ სააკაშვილი გორდონს.