“საღოლ მიშას! ამ კადრებით მხოლოდ ის დადასტურდა რომ ის “დუხზეა” და თავს არ უხრის ამ ნაბიჭვრებს. დადასტურდა, რომ მოტყუებით წამოიყვანეს რუსთავის ციხიდან. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ივანიშვილს და მის ხროვას ტორმუზი არ აქვს.

პ.ს. ნუ ეძებთ ლოგიკას მათ ქმედებაში – რაში სჭირდებოდათ ამის გამოქვეყნება? – შეკითხვა არარელევანტურია. გუშინ სტრასბურგმა თქვა, რომ შიმშილობს, დღეს ამ კადრებით უნდათ გვითხრან, რომ ნაშიმშილებს არ ჰგავს რადგან ჯანზეა. მერე რა რომ ამ შიმშილის გამო გადმოიყვანეს რუსთავიდან გლდანში. ნუ ეძებთ ლოგიკას ქოცების ქმედებაში. მათ არ ადარდებთ რა თქვეს გუშინ. მთავარია თავის ტელევიზიებს და მომხრეებს ყოველ დღე მიაწოდონ ახალი დოზა ნარკოტიკის. ნარკოდამოკიდებული არასდროს იხსენებს გუშინდელ დღეს. მას ნარკოტიკი ყოველთვის სჭირდება დღეს და ახლა. ასე გააუბედურა ივანიშვილმა თავის მომხრეები. ეს ბრძოლა მათი თავისუფლებისთვისაა პირველ რიგში”

წერს უგულავა პენიტენციურის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე.