მონაწილეობას მივიღებდი „რესპუბლიკელების“ ინიციატივის განხილვაში – არმაზ ახვლედიანი

მივესალმები ნებისმიერ წინადადებას და მის განხილვას, რაც ხელს შეუწყობს საარჩევნო სისტემისა და პროცესის გადემოკრატიულებას საქართველოში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა არმაზ ახვლედიანმა „რესპუბლიკური პარტიის“ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ეს არ ნიშნავს, რომ თუნდაც ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ საერთო ოპოზიციური განწყობისგან პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით. მე მონაწილეობას მივიღებდი ამ ინიციატივის განხილვაში, თუ ის შედგება ოპოზიციურ ფორმატში. ვფიქრობ, ამ ინიციატივის განხილვა ღირს და გავითვალისწინებ ოპოზიციის აზრს და საერთო დამოკიდებულებას. თუმცა, ჩემი აზრია, რომ ამ ინიციატივის განხილვა, რა თქმა უნდა, შეიძლება“, – განაცხადა ახვლედიანმა.