“რითაც არ უნდა დამთავრდეს ეს უმძიმესი ეპიზოდი ჩვენს ისტორიაში, მისი შედეგი იქნება არა უშუალოდ პოლიტიკური, არამედ მორალური. ეს მორალური ასპექტი ადრე თუ გვიან პოლიტიკურ რეალობაზეც აისახება, თუმცა არ ვიცით, როგორ.
მორალურ დონეზე, ქართული ოცნების ხელისუფლებამ ეს კონკრეტული ბრძოლა ცალსახად წააგო. სააკაშვილმა კრიზისის დასაძლევად მაშველი რგოლი გადაუგდო: თანახმაა შიმშილობის შეწყვეტაზე მხოლოდ იმ პირობით, თუ კლინიკაში გადაიყვანენ. ხელისუფლება ამაზეც უარს ეუბნება. ამით ის პირდაპირ აცხადებს, რომ, იდიოტური სიჯიუტის გამო, თანახმაა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოკვდეს.
კი, ტექნიკურად, შიმშილობის გამოცხადება და შემდეგ არშეწყვეტა პატიმრის პირადი ნებაა. მაგრამ ამის თქმა უაზრო იურიდიული კაზუისტიკაა. როცა საკითხი კლინიკაში გადაყვანაზე დავიდა და ხელისუფლება ისევ ასეთ არგუმენტებს ეჭიდება, დასკვნა ცალსახაა: ის პოლიტიკურ მკვლელობას ჩადის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ფიურერი, ბიძინა ივანიშვილი, ვირზე შეჯდა და არ ჩამოდის.
რამდენი ადამიანი უჭერს ამ მკვლელობას მხარს? ქეთიდოლიძე-ხაინდრავა-უცნობისნაირი არტისტული შანტრაპა ჯერ კიდევ მედგრად დგას, მაგრამ მათთვისაც სულ უფრო რთული იქნება მკვლელობის გამართლება.
აქ ბევრ აღიზიანებს პოსტების ამ სიტყვებით დაწყება: „მიშას მხარდამჭერი არა ვარ, მაგრამ…“ გაღიზიანების მესმის, მაგრამ აქ სხვა რამეა მთავარი: საზოგადოების იმ ნაწილშიც, ვისთვისაც მიშასგან დისტანცირება იყო ერთგვარი სოციალური ნორმა, ახლა ქოცნებისგან დისტანცირება ასევე სავალდებულო ხდება.
რით უნდა დაამთავრო ასეთი პოსტი? ჯანმრთელობა და თავისუფლება მიშას!”
წერს პოლიტოლოგი გია ნოდია Facebook-ზე.