მოსამართლეების დანიშვნები არ შეჩერდება – ხელისუფლების გადაწყვეტილება

“ქართულმა ოცნებამ” უზენაესი სასმართლოს მოსამართლეების დანიშვნა არ შეაჩერა – გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.  ქართულ ოცნებაში პოლიტსაბჭო მას შემდეგ გაიმართა, რაც საერთაშორისო პარტნიორებმა და ოპოზიციამ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ხელისუფლება სასამართლო სისტემაში მიმდინარე დანიშვნებისთვის. მათი განცხადებით, ამით, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება ირღვევა.

”მარტში პარტნიორებთან შეჯერდა პოზიცია, რომ უნდა შეჩერებულიყო მოსამართლეების შერჩევის პროცესი, უნდა გადასინჯულიყო პროცედურები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.შეცვლილი კანონის საფუძველზე დამატებით კანდიდატებს უნდა მისცემოდა განაცხადების შეტანის შესაძლებლობა და ამის შემდეგ უნდა გაგრძელებულიყო მოლაპარაკების პროცესი.ჩვენთვის გაუგებარია ცალკეული პოლიტიკური პარტიების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენა და არჩევა პოლიტიკური შეთანხმების სულისკვეთებასთან მოდის წინააღმდეგობაში. შეთანხმების სულისკვეთებად ვერ განიმარტება ის, რაც რაც მისივე ტექსტს პირდაპირ ეწინააღმდეგება” – თქვა კობახიძემ