მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 11 პირს, ბრალდება გადაუკვალიფიცირა 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან ამგვარ ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას.ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე.პროკურატურა მათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა,
რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
ამ საქმეში ბრალდებულები არიან:
ანდრო ჭიჭინაძე
ონისე ცხადაძე
ჯანო არჩაია
რუსლან სივაკოვი
ლუკა ჯაბუა
გურამ მირცხულავა
ვალერი თეთრაშვილი გიორგი ტერიშვილი
ირაკლი ქერაშვილი
რევაზ კიკნაძე
სერგეი კუხარჩუკი