“მოსახვედრს მოხვდა” – ვეტერანი ფეხბურთელი ლევან ცქიტიშვილი ფედერაციასთან ჩხუბზე

“ვისაც მოსახვედრი ჰქონდა, უნდა მოხვდეს”,- ასე გამოეხმაურა საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი ლევან ცქიტიშვილი ფედერაციასთან მომხდარი დაპირისპირების. სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ცქტიშვილი მათ ფიზიკურად გაუსწროდა.

„მოსახვედრს მოხვდა, ვისთვისაც საჭირო იყო. ბოდიში ოპერატორს თუ შეგეხეთ, მაგრამ ვისაც მოსახვედრი ჰქონდა უნდა მოხვდეს“, – განაცხადა ლევან ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან.

ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო. სამოქალაქო აქტივისტები ფედერაციაში ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმის“ შეგზავნას გეგმავდნენ, რის გამოც ფედერაციის თანამშრომლებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

აქტივისტების განცხადებით, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ორი პირი, მათ შორის ერთი ვეტერანი ფეხბურთელი ლევან ცქიტიშვილი იყო.