“კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის, რაც ჩვენთან ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხდება, ჩვენი მოსახლეობა თავის თავს უწყობს აპოკალიფსს. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, არ ვიცი, ეს რა ნაწილია, ეს არის ანგაჟირებული, პოლიტიზირებული ნაწილი თუ სხვა მოტივები აქვთ, თუ ეს არის ცალკეული ვაიექსპერტების ან ამბიცია დაუკმაყოფილებელი ექსპერტების დაუფიქრებელი გამონათქვამების შედეგი, მაგრამ ფაქტია, რომ მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და თავის თავს, ქვეყანას უწყობს საბოტაჟს.

13 ათასი ვაქცინა დღეში არის საბოტაჟი საკუთარი თავის მიმართ, საბოტაჟი, პირველ რიგში, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გადაცილებული არიან 60 წელს და ასეთები მგონი ყველას ჰყავს ოჯახში – ახლობლები მშობლები, ფაქტობრივად, წირავენ მათ, როდესაც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე”

განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.