მოსკოვში საავადმყოფოს ფანჯრიდან “ლუკოილის“ ვიცე პრეზიდენტი გადმოვარდა

მოსკოვში, საავადმყოფოს ფანჯრიდან კომპანია “ლუკოილის“ ვიცე პრეზიდენტი, რავილ მაგანოვი გადმოვარდა.

67 წლის ტოპ მენეჯერი მეექვსე სართულზე მდებარე განყოფილებაში მკურნალობდა. მისი ცხედარი მოსკოვში, მარშალ ტიმოშენკოს ქუჩაზე მდებარე საავადმყოფოს თანამშრმლებმა იპოვნეს. ადგილზე მუშაობს პოლიცია. მაგანოვის სიკვდილს რუსული მედია ადასტურებს. მომხდარის ერთ–ერთი ვერსია სუიციდია. თუმცა ვრცელდება მეორე ვერსიაც, თითქოს მაგანოვი საავადმყოფოს ფანჯარაში სიგარეტს ეწეოდა და ამ დროს შემთხვევით გადმოვარდა.

თავად “ლუკოილი“ იტყობინება, რომ მაგანოვი მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

მაგანოვი მინიმუმ მეხუთე რუსი ტოპ მენეჯერია, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უცნაურ გარემოებებში გარდაიცვალა.