მოსკოვში სავაჭრო ცენტრში ხანძარია – დაიღუპა ერთი ადამიანი

რუსეთში, მოსკოვში სავაჭრო ცენტრ “მეგა ხიმკი”-ში ხანძარია. რუსული მედიები წერენ, რომ ხანძარი დილის 6 საათზე გაჩნდა, მისი ფართობი 7 000 კვადრატული მეტრია.   დადასტურებულია ერთი ადამიანის სიკვდილი.

ცეცხლი თავდაპირველად სავაჭრო ცენტრში მდებარე სამშენებლო პროდუქციის ჰიპერმარკეტ OBI-ში გაჩნდა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერსიით, ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვაა.