მოსკოვში სომხეთისა და აზერბაიჯანის კონსულტაციები გაიმართება -მარია ზახაროვა

მოსკოვში, ყარაბაღის საკითხზე სომხეთისა და აზერბაიჯანის კონსულტაციები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე დღეს გაიმართება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა ოფიციალურმა წარმოადგენელმა, მარია ზახაროვამ სააგენტო TASS- თან განაცხადა.

„ბაქომ და ერევანმა მოსკოვის კონსულტაციებში მონაწილეობა დაადასტურეს. მიმდინარეობს ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები,“- განაცხადა ზახაროვამ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი 9 ოქტომბერს მოსკოვში კონსულტაციებისთვის მიიწვია.