მოულოდნელი იყო, თმები ყალყზე დამიდგა – მელია კიკაბიძის რუსულად ნამღერზე

“თმები ყალყზე დამიდგა” – ასე ეხმაურება გლდანში ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნიკა მელია პარტიის სიის პირველი ნომერის, ბუბა კიკაბიძის რუსულად სიმღერას.

“სცენასთან ვიდექი, მეც გამიკვირდა. ადამიანმა გულახდილად თქვა, შემეშალაო. ბუბა კიკაბიძეს ათიათასჯერ უმღერია ეს სიმღერა, ბევრჯერ გაუხარებია ბევრი აპოლიტიკური ადამიანი. ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო, თმები ყალყზე დამიდგა”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, ენმ-ძალა ერთობაშიას სიის პირველმა ნომერმა ბუბა კიკაბიძემ პარტიის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სიმღერა “თბილისო” ქართულ-რუსულად შეასრულა.