“ჩვენთვის მთავარია ზუგდიდელი ამომრჩევლის, ზუგდიდელების ნება, რომლებმაც დააფიქსირა მისი ნება ქართული ოცნებისა და მისი კანდიდატების სასარგებლოდ. [ოპოზიციის] უფლებაა გაასაჩივრონ სასამართლოში, გადათვალონ უბნები. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გადათვლის შედეგიც დღეს არსებული შედეგების იდენტური იქნება.

რაც შეეხება ძველ ბიჭებს, არ ვიცი, ამ კატეგორიაში რას გულისხობენ. ძველი ბიჭების ნაცვლად მათ უბანზე ხვდებოდათ ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი, მე, საკრებულოს დეპუტატები, ასე რომ ყველაფერმა ჩაიარა მშვიდ, კონკურენტულ ვითარებაში, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდათ უამრავი მცდელობა პროვოკაციების მოწყობის და დესტრუქციის. მათ მოუწევთ საბოლოო ჯამში აღიარება. ვპირდები, რომ ვიქნები თითოეული მათგანი მეგობარი, მსახური”

განაცხადა ზუგდიდში ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ. უბნების 100% დათვლილია, შედეგი კი ასეთია: მამუკა წოწერია — 51,631%; ანზორ მელია — 48,369%.