“მოქალაქეებისა” და “ევროპელი სოციალისტების” მიმართ აგრესიული კამპანია საგანგაშოა – თალაკვაძე

“”მოქალაქეებისა” და ევროპელი სოციალისტების მიმართ აგრესიული კამპანია საგანგაშოა”- პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, “მოქალაქეებისა” და ევროპელი სოციალისტების წარმომადგენელთა მიმართ აგრესიული და ორკესტრირებული ნეგატიური კამპანია საგანგაშოა.

“საგანგაშოა, რომ ამ დღეებში აღნიშნული პარტიების წარმომადგენელთა მიმართ აგრესიული და ორკესტრირებული ნეგატიური კამპანიის მომსწრენი გავხდით რადიკალური ოპოზიციის და მის მიერ კონტროლირებადი მედიის მხრიდან. ეს ნათლად აჩვენებს დემოკრატიის ხარისხსა და დამოკიდებულებას განსხვავებული აზრის მიმართ თვითონ ოპოზიციის შიგნით,”-განაცხადა თალაკვაძემ.