მოქალაქეების ევაკუაციის შემდეგ ოკუპანტმა აზოვსტალის დაბომბვა განაახლა

მოქალაქეების ევაკუაციის შემდეგ ოკუპანტებმა კვლავ დაიწყეს მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის დაბომბვა.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ეროვნული გვარდიის მე-12 ოპერატიული ბრიგადის მეთაურმა დენის შლეგამ განაცხადა, რომელიც მარიუპოლში იმყოფება.

მისი თქმით, ევაკუაციამდე რუსმა აგრესორმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ორი დღის განმავლობაში დაიცვა.

შლეგას ცნობით, რუსები ახლა ქარხანას სხვადასხვა იარაღით დაბომბვენ.

ცნობისთვის, დღეს აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა საუბარია 100-მდე ადამიანზე.