მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით – იოსელიანი

მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანია ამბობს, რომ მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი დაპირისპირებით და განუწყვეტელი აქციებით. ამის შესახებ, მან  ჟურნალისტებთან ოპოზიციის აქციების კომენტირებისას განაცხადა.

ამასთან, იოსელიანი აღნიშნავს, რომ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რამაც პროცესები კიდევ უფრო ჩიხში შეიყვანა და ” რადიკალიზაციის ფონი” კიდევ გაზარდა.

“NDI-ის ბოლო კვლევაში მოქალაქეების 80 პროცენტი ამბობს, რომ პროცესმა უნდა გადაინაცვლოს პარლამენტში. ამიტომ მოლაპარაკებას არ აქვს ალტერნატივა. საბოლოო ჯამში, ეს პროცესი რომ უნდა დასრულდეს ნიკა მელიას გათავისუფლებით და მოლაპარაკებით, ეჭვი არ მეპარება და ამაში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებას და პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ აქციებში ჩვენ არ ვმონაწილეობთ, თუმცა, მათი მოთხოვნები არის ლეგიტიმური და ერთ- ერთი მოთხოვნა, რაც არის ვადამდელი არჩევნები, ამის მიმართ სოლიდარულები ვართ,”- განაცხადა იოსელიანმა.