“მოქალაქეები” ქართული ოცნების რეზოლუციას მხარს უჭერენ

პარტია მოქალაქეები ქართულ ოცნების მიერ მომზადებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მხარს უჭერენ.

ლევან იოსელიანის თქმით, რეზოლუციაში რუსეთი ნახსენები თუნდა იყოს, თუმცა “ამ დოკუმენტის შინაარსი ბევრად მეტია ვიდრე ტერმინზე გაუთავებელი კინკლაობა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის”.

“ყველა ხომ ვთანხმდებით, ამ დოკუმენტში სიტყვა რუსეთის ფედერაცია რომ ეწეროს, ყველაფერი მოგვარებული და დასრულებულია. მეორე მხრივ, დოკუმენტის შინაარსი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ტერმინზე გაუთავებელი კინკლაობა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის და უკრაინის ინტერესი ბევრად უფრო მეტია ვიდრე ჩვენი ერთმანეთთან კინკლაობა.

ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც ხაზს უსვამს, უკრაინის, როგორც სახელმწიფოს სუვერენიტეტს ტერიტორიულ მთლიანობას, ამ დოკუმენტს უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა. ეს არის ჩვენი პოზიცია, ამიტომ ამ დოკუმენტს მხარს დავუჭერ”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ის ახლა პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ.