მოქალაქეებს ძალიან მალე ვეტყვით სასიამოვნო ინფორმაციას – ღარიბაშვილი ”ბორჯომზე”

‘მოქალაქეებს ძალიან მალე ვეტყვით სასიამოვნო ინფორმაციას” – პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ბორჯომის საკითხზე, რომლის მფლობელიც დასავლეთის სანქციების ქვეშაა, მუშაობენ.

“ბოლო დღეებში გვესმის პრობლემა, მოგეხსენებათ, რომ ბორჯომის მესაკუთრე არის სანქცირებული. ჩვენა ხლა აქტიურად ვმუშაობთ. ამის თაობაზე ჩვენს მოქალაქეებს ძალიან მალე ვეტყვით სასიამოვნო ინფორმაციას. არ მინდა, დეტალებზე ვისაუბრო დღეს, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ამ პრობლემაზე, ამ საკითხზე ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ინტერესები”, – ამბობს ღარიბაშვილი.