მოღალატეებად გამოგვაცხადეს, ახლა გვეუბნებიან, არჩევნებზე მხარი დაგვიჭირეთო – ვაშაძე ენმ-ზე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ენმ მათ მოღალატეებს უწოდებდა, დღეს კი არჩევნებზე მათი კანდიდატის მხარდაჭერას თხოვენ.

“მათგან [ენმ-სგან] განსხვავებით არ ვისაუბრებ არც „ტაბურეტკაზე“ და არც სავარძელზე. ვფიქრობ, ყველაფერს ნათელი მოეფინება. ვინც ქართული ოცნება ვაიძულეთ, შარლ მიშელის დოკუმენტს დათანხმებოდა, გამოგვაცხადეს მოღალატეებად. დღეს განვმოღალატევდით, ჩვენ ხომ აღარ ვართ ახლა მოღალატეები. პირიქით – მოდიან და გვეუბნებიან, თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენს კანდიდატებზე მხარი დაგვიჭირეთო”,- ამბობს ვაშაძე.

მისივე განცხადებით, ეს არის “ორსახოვნება პოლიტიკაში” და მისი გარჩევა ამომრველმა უნდა ისწავლოს.

“შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერებმა, 15-მა ადამიანმა დარტყმა ჩვენს თავზე ავიღეთ. იმიტომ, რომ ვიცოდით, ეს იყო სწორი გზა ქართული სახელმწიფოებრიობის და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ამის დამადასტურებელია დელეგაცია დელეგაციაზე. სხვებს რაც შეეხებათ, მათ რიტორიკა შეიცვალეს. ამას მივესალმები. იმედი მაქვს, ცვლილებებზე, რომელსაც ვარეგისტრირებთ, მხარს დაგვიჭერენ ხოლმე”.- თქვა გიორგი ვაშაძემ.