“მოძალადესთან ერთ სივრცეში ყოფნას არ ვაპირებ”- მელიამ მერობის კანდიდატების დებატები დატოვა

“მოძალადესთან ერთ სივრცეში ყოფნას არ ვაპირებ” – ამის შესახებ, ენმ-ის თავჯდომარემ, ნიკა მელიამ,  საზოგადოებრივ მაუწყებლობაზე მერობის კანდიდტების დებატებისას განაცხადა. მელიამ მმართველი გუნდის გენერალურ მდივანს და თბილისის მოქმედ მერს, კახა კალაძეს ამორალური მოძალადე და კორუმპირებული ადამიანი უწოდა რის შემდეგაც მან დებატები დატოვა.

”აქ მოვედი იმისთვის, რომ ქართული ოცნების გენერალურ მდივანს პირადად ვუთხრა, თუ რა ამორალურად მოძალადე და კორუმპირებული ადამიანები არიან დღეს რეალურად ხელისუფლებაში. მოვედი იმისთვის, რომ ვუთხრა, ეს ადამიანები არაფერს თაკილობენ ძალადობენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ძალადობენ დღისით-მზისით და ეს ადამიანი დღეს რომ აქ არის წარმოდგენილი, უსაზღვროდ კორუმპირებული და კრიმინალების მფარველი, ამას სჩადის – დღეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით დმანისში რა გააკეთეს. ეს არის ადამიანი, რომელიც უნდა დამარცხდეს ქართველი ხალხის მიერ…. ერთ სივრცეში, მოძალადე, კორუმპირებულ, ძირგამომპალ ადამიანთან, რომელიც მართავს კრიმინალებს, მე ყოფნას არ ვაპირებ,– განაცხადა მელიამ.