მოძალადე რეჟიმის ჩამოშორების შემდეგ განათლება და ჯანდაცვა ხელმისაწვდომია – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ ჯანდაცვა და განათლება ხელმისაწვდომი გახდა, სახელმწიფო კი მოქალაქეს გვერდში უდგას.

“2012 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანას მოძალადე რეჟიმი ჩამოვაშორეთ, დავიწყეთ ყველა იმ სფეროშო კოლოსარული თანხების ჩადება, რაც ქვეყნის განვითარების ფუდამენტია. ხელმისაწვდომი გახდა განათლება და ჯანდაცვა, მეწარმოება და სოფლის მეურნეობა კვლავ მიმზიდველი საქმიანობა გახდა, სადაც მოქალაქეს სახელწმიფოს გვერდში დგომასა და დახმარების რეალური შესაძლებლობა გაუჩნდა, დაიწყო მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრების შექმნა და მოწესრიგება“, -თქვა კალაძემ ტყიბულში,  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე.

ოცნების გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ დარწმუნებულია, 31 ოქტომბერს არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.