მოძალადე ჯგუფების მიერ ნაცემ “პალიტრანიუსის” ოპერატორს ოპერაცია უტარდება

ფოტო: IPN

ძალადობრივი ჯგუფების მიერ “პალიტრანიუსის” ნაცემ ოპერატორს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

ნიუ ჰოსპიტალის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის, მიხეილ ბერიაშვილის თქმით, მას თავის ტრავმა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა აქვს.

“აქციის ადგილიდან ოთხი პირია მოყვანილი, ამათგან ერთ ადამიანს დასჭირდა ოფთალმოლოგის კონსულტაცია, გაეწია დახმარება და კლინიკიდან უკვე წასულია.

ერთი მათგანი იყო თავის ტრავმით, ცხვირის ძვლების მოტეხილობით, საოპერაციოშია აყვანილი, სჭირდება ქირურგიული ჩარევა. სამი პაციენტია ჯერჯერობით კვლევის სტადიაში.

ყველას მდგომარეობა სტაბილურია, ერთი ადამიანი იმყოფება საოპერაციოში ცხვირის ძვლების მოტეხილობის გამო უტარდება ოპერაცია”,– განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, პრაიდის მოწინააღმდეგეებმა ათობით ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, პოლიციამ მათი დაცვა ვერ შეძლო. უწყების განცხადებით, დაწყებულია გამოძიება.