საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, მათ მწვრთნელებს, სრულიად საქართველოსა და უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს, ჩვენი მხრიდანაც, ვულოცავთ გუშინდელ გამარჯვებას. მრავალი წლის შემდეგ, ეს იყო ისეთი სიხარული, რომელმაც მთელი ერი მოიცვა.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ბოლო დროს სპორტის სხვა სახეობებშიც ძალიან დიდი წარმატებები იქნა მიღწეული. ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი და შეგაძლებინოთ, ქვეყანა კვლავაც  გამარჯვებებით გაგეხარებინოთ. მამაშვილური სიყვარულით, ილია II.

საპატრიარქო  კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მილოცვას ავრცელებს.