მრცხვენია იმის გამო, რაც გუშინ თბილისში მოხდა – თინა კანდელაკი პოზნერზე

რუსეთში მცხოვრები ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თინა კანდელაკი პოზნერს ვიზიტს ეხმიანება და ამბობს, რომ რცხვენია იმის გამო, რაც თბილისში მოხდა.

კანდელაკი ირწმუნება, რომ რუს პროპაგანდისტს საქართველო მთელი გულით უყვარს.

“მრცხვენია იმის გამო, რაც გუშინ თბილისის სასტუმროსთან, პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით მოხდა. ჩვენ, ქართველები ყოველთვის გამოვირჩეოდით სტუმართმოყვარეობით და შეიძლება, ბევრ რამეში შეიტანო ეჭვი, მაგრამ არა იმაში, რომ ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხი ვართ. ეს ჩვენი აღზრდისა და დამოკიდებულების ნაწილია ბავშვობიდან. ახლა კი ვხედავ, რომ ჩვენ გამოვავლინეთ სამარცხვინო დამოკიდებულება ადამიანის მიმართ, რომელსაც საქართველო მთელი გულით უყვარს.

მან საქართველოს შესახებ უფრო ბევრი იცის, ვიდრე იმ ხალხმა, ვინც მოულოდნელად გადაწყვიტა, თავისი უპატივცემულობა გამოეხატა მის მიმართ. ძალიან ვწუხვარ, რომ არ გამოინახა არც ერთი ადამიანი, რომელიც ამ ხალხს გამოათრევდა და გააგდებდა ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. იქ [გაათრევდნენ], სადაც ადამიანები პატივს არ სცემენ საკუთარ ფესვებს და სძულთ საკუთარი წარსული, რომელიც გაცვალეს წუთიერ პოლიტიკურ ამბიციებზე”, – წერს კანდელაკი ტელეგრამის განცხადებაში, რომელსაც ფორმულა ავრცელებს.