მსახიობი და რეჟისორი გოგა ოსეფაშვილი გარდაიცვალა

მსახიობი და რეჟისორი გოგა ოსეფაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის თეატრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“დიდი მწუხარებით გვინდა გაცნობოთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი თეატრის გამორჩეული მსახიობი, რეჟისორი, სცენის ოსტატი გოგა ოსეფაშვილი. შალიკაშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და მის მეგობრებს.

გოგა ოსეფაშვილი შალიკაშვილის სახელობის სახელმწიფო პანტომიმის თეატრში დაარსების დღიდან მოღვაწეობდა და წლების განმავლობაში იბრძოდა თეატრის აღმავლობისთვის.
გვინდა მადლობა გადავუხადოთ მას თავდადებული შრომისთვის და ერთგულებისთვის.”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში