მსახიობი მეგი სმითი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ბრიტანელი მსახიობი მეგი სმითი,89 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ადასტურებენ.

მეგი სმითი საავადყოფოში, 27 სექტემბერის დილას ოჯახისა და მეგობრების წრეში გარდაიცვალა.

მეგი სმიტი “ჰარი პოტერის” ფილმებში პროფესორი მინერვა მაკგონაგელის როლს ასრულებდა. მაყურებელი მას სერიალ Dontown Abbey-დანაც იცნობს.

კარიერის მანძილზე მეგი სმითს ორი ოსკარი აქვს მიღებული – საუკეთესო ქალი მსახიობისა და საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალის ნომინაციებში. ამასთან ერთად, მიღებული აქვს Bafta-ს 8 ჯილდო.