სამშაბათი, 7 მაისი , 2024, 23:56

მსახიობი მიხეილ გომიაშვილი გარდაიცვალა

61 წლის ასაკში ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი მიხეილ გომიაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელებში მსახიობის მეგობრები ავრცელებენ.

გომიაშვილი 1996 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის სამსახიობო დასში თამაშობდა. მიღებული აქვს „ოქროს ნიღაბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“. გარდა ამისა შესრულებული აქვს არაერთი კინო-როლი.