მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მყინვარების მესამედი 2050 წლამდე დადნება–გაერო

გაეროს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტებად აღიარებული მყინვარების ერთი მესამედი უახლოესი სამი ათწლეულის განმავლობაში დადნება. ამის შესახებ იუნესკოს ანგარიშშია საუბარი. მათ შორის არის კილიმანჯაროს , ალპების და აშშს იოსემიტის ნაციონალური პარკის მყინვარები.

ისინი დადნება იმის მიუხედავად, თუ რა ზომებს მიიღებს მსოფლიო კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად – წერენ ანგარიშის ავტორები.

ანგარიში, რომელშიც მოცემულია პროგნოზები თანამგზავრულ მონაცემებზე დაყრდნობით, კლიმატის ცვლილების კონფერენციის წინ გამოქვეყნდა. COP27 მომავალ კვირას ეგვიპტეში გაიმართება. სულ მსოფლიო მემკვიდრეობის 50 ობიექტზე გაეროს მიერ 18600 მყინვარია დაფიქსირებული. ისინი დედამიწის გამყინვარებული ტერიტორიის დაახლოებით 10%–ს შეადგენენ და მოიცავენ როგორც ცნობილ ტურისტულ ადგილებს, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის წმინდა ადგილებად მიჩნეულ მყინვარებს.

მათი შემცირება და გაქრობა ერთ–ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ დედამიწაზე ტემპერატურა იმატებს – ნათქვამია ანგარიშში.

“გვინდა იმედი ვიქონიოთ, რომ ვცდებით, მაგრამ ხელთ გვაქვს სამეცნიერო მტკიცებულებები. მყინვარები  კლიმატის ცვლილების ერთ–ერთი მთავარი ინდიკატორია, იმიტომ რომ ისინი თვალხილულია, და შეგვიძლია დავაკვირდეთ“– ამბობს იუნესკოს პროექტის თანამშრომელი, ანგარიშის ერთ–ერთი ავტორი კარვალიო რესენდე.

მყინვარების ორი მესამედი  მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტებად აღიარებული სიიდან, ჯერ კიდევ შეიძლება გადარჩნენ, თუმცა, თუ მსოფლიო გლობალურ დათბობას 1.5 გრადუსით შეზღუდავს – ნათქვამია ანგარიშში.

გაეროს კიდევ ერთი ანგარიშის მიხედვით, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა, ამჟამად კაცობრიობას ამ მიზნის მისაღწევად საიმედო გზები არ გააჩნია.

პროგნოზები წინა ანგარიშს ეყრდნობა, რომლის შედგენისას მყინვარების ფართობის ცვლილების გამოსათვლელად კომპიუტერული მოდელირება გამოიყენეს.

“ ბოლო პერიოდში მყინვარების დნობა ისტორიის მანძილზე უპრეცედენტოდ სწრაფად ხდება. 1900–იანი წლების შუა პერიოდში მყინვარები საკმაოდ სტაბილური იყო, თუმცა შემდეგ უჩვეულო სისწრაფით დაიწყეს დნობა“– ამბობს ბუფალოს უნივერსიტეტის ბროფესორი, ბეატა კსატო.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ზღვის დონის აწევის 4.5%–ს 2000–2020 წლების პერიოდში სწორედ მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტების სიაში არსებული მყინვარების დნობა განაპირობებს. ყოველწლიურად ეს მყინვარები 58 მილიარდ ტონა ყინულს კარგავენ.

მყინვარების დაკარგვას სხვადასხვა მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ბევრი ადამიანისთვის სწორედ მყინვარებია სასმელი და სოფლის მეურნეობისთვის საჭირო წყლის წყარო. მყინვარების დაკარგვამ შეიძლება წყლის დეფიციტი გამოიწვიოს გვალვიან სეზონებზე – ამბობენ ექსპერტები, რამაც მათი აზრით სასურსათო უსაფრთხოების საკითხები შეიძლება გაამწვავოს.

ანგარიშის ავტორები ვარაუდოებნ, რომ მყინვარების დნობით გამოწვეული წყალდიდობები ადგილობრივ მოსახლეობას დიდ ზიანს მიაყენებს და გამოდიან მოწოდებით სტიქიური უბედურებების თავიდან ასაცილებლად ადრეული შეტყობინების სისტემები შეიქმნას.

ყინულის და თოვლის დნობა ერთ–ერთი ათი ძირითადი საფრთხიდან, რაც კლიმატის ცვლილებას უკავშირდება – ნათქვამია კლიმატის ცვლილებებითან დკავშირებული მთავრობათაშორისი ჯგუფის ექსპერტების ანგარიშში.