მსოფლიოს 90%-ს COVID-19-ის მიმართ იმუნიტეტი აქვს თუმცა შესაძლოა ახალი ვარიანტი გაჩნდეს – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ამჟამად, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით, 90%-ს კორონავირუსის მიმართ გარკვეული იმუნიტეტი აქვს ვაქცინაციის, ან ვირუსის გადატანის გამო.

”ჯანმო-ს შეფასებით, მსოფლიოს მოსახლეობის სულ მცირე 90%-ს ახლა აქვს გარკვეული იმუნიტეტი Sars-CoV-2-ის მიმართ, წინასწარი ვაქცინაციის ან ინფიცირების გამო”.- ამბობს ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.

ჯანმო-ს ხელმძღვანელმა,ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ „კოვიდ-19“-ის დაძლევის სტრატეგიებში შეცდომები სრულყოფილ პირობებს ქმნის ახალი სასიკვდილო ვარიანტის გასაჩენად.

„ჩვენ უფრო ახლოს ვართ იმასთან, რომ ვთქვათ: „პანდემიის კრიტიკული ეტაპი დასრულდა“, მაგრამ ჯერ აქამდე არ მივსულვართ. ტესტირებისა და ვაქცინაციის პროცესში ხარვეზები სრულყოფილ პირობებს ქმნის ახალი ვარიანტის შექმნისთვის, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი სიკვდილიანობა გამოიწვიოს”, – აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.